понедельник, 11 марта 2013 г.


1.პროექტის სახელი: „საქართველოსთვის თავდადებულნი“
2.პროექტის მთავარი თემა: საქართველისთვის თავდადებულ ადამიანთა ბიოგრაფიული მონაცემებისა და ფოტო მასალის მოძიება–შეგროვება.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს გავუმახვილებ ყურადღებას საქართველოს ისტორიის შესახებ, ვესაუბრები იმის შსახებ თუ რა არის გმირობა და სამშობლოსათვის თავდადება.
4. პროექტის მიზნები: ინფორმაციის მოძიება, მსჯელობა, კრიტიკული აზროვნების განვითარება.
5. მონაწილეთა ასაკი / კლასი: IV კლასი.
6.ხანგრძლივობა: 3–4 თვე.
7.მოსალოდნელი შედეგი / პროდუქტები რაც შიძლება შეიქმნას: გაეცნობიან საქართველოს ისტორიას, მისთვის თავდადებულ გმირებს, შეიძლება გააკეთონ ალბომი, ხელთნაკეთი  წიგნი, კედლის გაზეთები,მოაწყონ ნახატების გამოფენა, გააკეთონ კროსვორდი,შექმნან რებუსი.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნები, კომპიუტერი, სახატავი ფურცლები, ფანქრები, ფლომასტერები, თაბახის ფურცლები, ფორმატები.
9.პროექტის შესაძლო აქტივობებები: მოსწავლეებს კვლევა–ძიების პროცესში გაუჩნდებათ სურვილი შეძლებისდაგვარად ღრმად შეისწავლონ საქართველოს ისტორია, გაეცნონ მის გმირებს, შეიძლება გააკეთონ ალბომი, კედლის გაზეთები, მოაწყონ ნახატების გამოფენა, შექმნან ხელთნაკეთი წიგნი.
10.საგნებთან კავშირი: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას საქართველოს ისტორიაში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში (ინტერნეტში მასალების მოძიება).
11. პროექტის ხელმძღვანელი: დალი კვინიკაძე – ქ. რუსთავის მე– 6 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი.
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: dalikvinikadze@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий